SF21-Favorite-look-at-MBFW-Tbilisi
Featured

Favorite designers at MBFW Tbilisi

საქართველოში გაზაფხული/შემოდგომა მოდის მოყვარულთათვის წელიწადის გამორჩეული დროებია. სეზონზე ყველა რასის, კლასის, სქესის, ასაკის თუ ორიენტაციის ადამიანი ერთ სივრცეში იყრის თავს. წლის ამ დროს ყველას ვისაც უყვარს მოდა ერთ რამეზე თანხმდება, რომ კვირეული წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩვენს დედაქალაქში.
დღესასწაულს არა მარტო ლოკალური მედია, არამედ მსოფლიოს წამყვანი ჯურნალების ფოტოგრაფები, ბაიერები, ბლოგერები აშუქებენ: Vogue, Wmagazine, Elle, NowFashion, Harpersbazaar- ეს მათი არასრული ჩამონათვალია.
თუ ვოგის სტატიებს გადავხედავთ რთულია არ აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ქვეყნით ასეთ დიდ დაინტერესებას დემნა გვასალიას უნდა ვუმადლოდეთ.
“Georgia (the country, not the state) gave fashion Demna Gvasalia, the founder of Vetements and the current artistic director of Balenciaga.”
“Ever since Georgian designer Demna Gvasalia reenergized the fashion industry with his label Vetements in 2014, Tbilisi Fashion Week has enjoyed a lot of extra attention from editors, buyers, influencers, and fashion fans” – ასე იწყება Liana Satensein-ის სტატიები საქართველოზე.

გვასალია – რევულუციონერი, რომელმაც პოსტ საბჭოთა პერიოდიდან შექმნა სიახლე. სიახლე, რომელმაც ბალენსიაგა მსოფლიოში ნომერ პირველ განხილვად ბრენდად აქცია. ვერც კი ვაცნობიერებთ როგორი რთულია იყო პირველი, 12 ათას შესწავლილ ბრენდს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენგან, უშუქობიდან, გაჭირვებიდან, ომიანობიდან მოდის.

სექტემბრიდან აქტიურად ვადევნებდი თვალს მილანის, პარიზის, ნიუ იორკის მოდის კვირეულებს. შესაბამისად, რთული იყო წელს ჩემი განცვიფრება, რადგან დიდი მოლოდინი არ მქონია. ჩვენ გვახსოვს გასული საუკუნის კოლექციები, რევოლუციები, რაც 21-ე საუკუნემ ნაკლებად მოახერხა. ძველიდან შექმნა ახალი, ახლებურად წარმოაჩინო შენი შტრიხებით და შთაგონების უდიდესი წყარო გქონდეს, ამას მოითხოვს მსოფლიო დიზაინერებისგან. ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სამოსი თუ აქსესუარი კი ყოველთვის უსვამს ხაზს შენს ინდივიდუალურობას, რადგან ეს ყველას სხვადასხვანაირად გამოსდის.
წელს მერსედეს ბენც მოდის კვირეულს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. უზარმაზარი სივრცე, ჩაბნელებული, მოძრავი სცენა, დიდი ჭაღები, სულ სხვა აურას ქმნიდა.
ჩატარდა 43 ჩვენება, თუმცა რთული არ აღმოჩნდა ჩემთვის  საუკეთესო დიზაინერების ლუქების ამორჩევა, რადგან კვირეულს დაფუძნების დღიდან ვესწები და თვალს ვადევნებ მათ განვითარებას. არასდროს ვახვევ მკითხველს ჩემს აზრს და არც სხვის აზრს ვეყრდნობი, როდესაც საკუთარი ობიექტური მოსაზრება გამაჩნია.
90-იანი წლები საკმაოდ აქტუალურია და ოდნავ მოსაბეზრებელიც ჩემთვის, რადგან დიზაინერები თითქოს თავიანთ თავებს გამოეყვნენ და ცდილობენ უკვე გატრენდებული სამოსი მოგვაწონონ.

George Shagashvili

გიორგი შაღაშვილი კოსტუმის კონსტუირება-მოდელირებაში ძალიან ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ მის სამოსში იაპნური მოდის და კონკრეტულად იოჯი იამამოტოს გავლენა იგრძნობა, თუ გავითვალისწინებთ მის  არამრავალფეროვან პალიტრას, მისი კოლექცია ყოველთვის საინტერესოა.

George Keburia

რაც არ უნდა დროს ჩამორჩენილი უწოდონ გიორგი ქებურიას, ძალიან ვაფასებ ამ ბიჭს. ნაზი და ჰაეროვანი კოლექცია. 

Tamuna Ingorokva

ვიქტორიას მოდელების რჩეული დიზაინერი – თამუნა ინგოროყვა, რომელმაც იცის როგორ ჩააცვას სუპერმოდელებს. ამ სეზონზე, შავ, წითელ, სპილოსძვლისფერ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი დიზაინერმა საყვარელი ქსოვილით – ტყავით შემოგვთავაზა. ნეიტრალურ ტონალობაში გადაწყვეტილი მრავალფეროვანი კოსტუმები, დიდი ზომის ლაბადები, გრძელი, თავისუფალი სილუეტის მქონე შარვლები, ნაქსოვი ტოპები. აღსანიშნავია, რომ ინგოროყვას სამკაულები არ უყვარს. ლუქებში არსებული არც ერთი დეტალი უფუნქციო არ არის და თითოეული მათგანი ერთმანეთს უხდება.

Djaba Diassamidze

სადღაც ივ სან ლორანს და ლაკრუას შორის მდგომი ჯაბა. ასე შემიძლია ვუწოდო დიასამიძეს, რომელმაც ჩემი მხრიდან, ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. მთლიანი ჩვენების განმავლობაში იგრძნობოდა ხარისხი. ხარისხი, რომელიც ძალიან ქალურ, ელეგანტურ სამოსს, დადგმის თითოეულ დეტალს, მუსიკას, შესრულებას აერთიანებდა.

Previous Post

You Might Also Like

No Comments

Leave a Reply

Powered by themekiller.com